კახეთის რეგიონში საახალწლო ღონისძიებებზე 75 ათასი ლარი დაიხარჯება. თანხა მუნიციპალური ბიუჯეტებიდან გამოიყოფა. ამის შესახებ კახეთის საინფორმაციო ცენტრს რეგიონის გუბერნატორის ადმინისტრაციაში განუცხადეს.
გუბერნატორის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ამ დროისთვის საახალწლო ღონისძიებების დაგეგმვა მიმდინარეობს. კახეთის თითქმის ყველა ქალაქში ნაძვის ხე დაიდგმება და 10 დეკემბრიდან სპეციალური სადღესასწაულო განათებები დამონტაჟდება.