ქართული წყვილი ფიგურულ სრიალში მსოფლიო ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე იასპარეზებს. საკვალიფიკაციო რაუნდში ოთარ ჯაფარიძისა და ელისონ რიდის წყვილმა 17 მონაწილეს შორის მეექვსე ადგილი დაიკავა.
წინასწარი რაუნდიდან ფინალში გამოსვლის უფლება 10-მა დუეტმა მოიპოვა. მოკლე პროგრამაში 29 აპრილს სულ 25 წყვილი იასპარეზებს.
გოგონათა შორის ელენე გედევანიშვილი მოკლე პროგრამით მაყურებლის წინაშე პარასკევს წარდგება.
რუსეთის დედაქალაქში მსოფლიო პირველობის ჩატარება მარტში, იაპონიაში მომხდარი სტიქიური უბედურების შემდეგ გადაწყდა.
მოციგურავეთა მსოფლიო ჩემპიონატი, ტოკიოს ნაცვლად, მოსკოვში პირველ მაისამდე გაგრძელდება.