"რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე შეჭრის შემდეგ თბილისს სხვა ალტერნატივა არ დარჩა იმის გარდა, რომ მოსკოვი მთავარ საფრთხედ მიიჩნიოს", - ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილმა ელჩმა საქართველოში უილიამ კორტნიმ ამერიკის უნივერსიტეტში რუსეთ-საქართველოს საკითხზე გამართული დისკუსიისას განაცხადა.
"აქედან გამოსავალი რუსეთის დემოკრატიზაციაა. სამწუხაროდ. რუსეთი საწინააღმდეგო მიმართლებით მიდის. ვფიქრობ, როცა რუსეთი დემოკრატიული ქვეყანა გახდება, მისი დამოკიდებულება საქართველოსა და მის მეზობლებთან ძალიან შეიცვლება", - მიიჩნევს ამერიკელი დიპლომატი.
ამერიკის უნივერსიტეტის შავი ზღვის ცენტრის დირექტორის ლუის გუდმანის შეფასებით კი, საქართველო შესანიშნავი მაგალითია იმის მისაბაძად, თუ როგორ უნდა გადადგას სწორი ნაბიჯები ქვეყანამ.
"ცოტა ხნის წინ იაპონიაში ვიყავი და ველოდი, რომ ყველა სინგაპურის მაგალითზე ისაუბრებდა, მაგრამ აღმოჩნდა, რომ საუბრის მთავარი თემა საქართველო და მისი წარმატებული რეფორმები იყო", - აღნიშნა ლუის გუდმანმა.