ჩემი მუშაობის პრიორიტეტი იქნება ორი - მასწავლებელი და მოსწავლე, _ განაცხადა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების ახლადდანიშნულმა მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა დღეს სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე, სადაც იგი პრემიერ-მინისტრმა თანამშრომლებს წარუყდგინა.
"ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათის, რომ მასწავლებლებსა და მოსწავლეებს ჰქონდეთ საშუალება ისწავლონ და ასწავლონ. ქვეყნის განვითარებისათვის განათლება აუცილებელი წინაპირობაა", _ განაცხადა შაშკინმა.
შეგახსენებთ, რომ დიმიტრი საშკინი, რომელსაც სასჯელარსრულებისა და პრობაციის მინისტრის პოსტი ეკავა განათლებისა და მეცნიერების მინისტრად დაინიაშნა. ამ პოსტზე მან ნიკა გვარამია შეცვალა, რომელმაც თანამდებობა უცხეოთში სწავლის გაგრძლების მოტივით დატოვა.