რუსეთის ხელისუფლებამ თავად მოახდინა საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის პროვოცირება 2008 წლის აგვისტოს ომზე. ეს განცხადება რუსეთის სახალხო თავისუფლების ოპოზიციური პარტიის ხელმძღვანელმა, ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა მიხეილ კასიანოვმა მოსკოვში კარნეგის ცენტრში სიტყვით გამოსვლისას გააკეთა. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ავრცელებს.
"მიგვაჩნია, რომ ეს ომი ფაქტობრივად პუტინის დაწყებულია, ვინაინად ომამდე ექვსი თვით ადრე რუსეთის ხელისუფლებამ საქართველოსთან საზღვარზე იმდენი რაოდენობით ჯავშანტექნიკა მოაგროვა, რომ მათი რაოდენობა კურსკის ბრძოლაში არსებულ ტექნიკაზე მეტი იყო", _ განაცხადა კასიანოვმა და დასძინა, რომ იგი დარწმუნებულია, რომ კონფლიქტი ადრევე იყო მომზადებული, სააკაშვილი კი პროვოცირებულ იქნა.
მისი თქმით, ეს იყო კონფლიქტი არა ე.წ. სამხრეთ ოსეთსა და საქართველოს შორის, არამედ რუსეთის ხელისუფლებასა და საქართველოს შორის.