რუსეთის ხელისუფლება იმ სტილით და მანერით მოქმედებს, როგორც საბჭოთა ხელისუფლება მოქმედებდა ცივი ომის პერიოდში. ამის შესახებ ბიუროს სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვის საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ვიზიტის შეფასებისას განაცხადა.
"სამწუხაროა, რომ რუსეთი ფუნდამენტურად მცდარი მიმართულებით სვლას აგრძელებს და იმ პოლიტიკას, რომლმაც რუსეთი შეიყვანა ღრმა, საერთაშორის ჩიხში. ნაცვლად იმის, რომ მათ ქართული მხარის შეთავაზება გაიაზრონ და ნაბიჯი გადადგან, რომ დიალოგისა და ურთიერთკომპრომისის გზით მოვაგვაროთ პრობლემები, რომელიც ქვეყნებს შორის არსებობს, ისინი განაგრძობენ არასწორი მიმართულებით სვლას", - აღნიშნა ბაქრაძემ.
მისი თქმით, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის აღირებით რუსეთის ხელისუფლებამ საკუთარი ქვეყნა ჩიხში შეიყვანა და მის მიერ ამ ნაბიჯების მიმართ საერთაშორისო საზოგადოების დამოკიდებულება ცალსახაა.
ამასთან, ბაქრაძის შეფასებით, რუსეთს არ გააჩია პოლიტიკური რესურსი და გამბედაობა ადეკვატურად უპასუხონ ქართული მხარის შეთავაზებას დიალოგის დაწყებასთან დაკავშირებით.
ბაქრაძემ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, რომ ყველაფრის მიუხედავად, ქართული მხარე მზად არის რუსეთის ხელისუფლებასთან დიალოგისთვის.