"რუსეთსა და აფხაზეთს შორის შეთანხმების ბაზას 58 დოკუმენტი შეადგენს, დღეს კიდევ ერთს მოვაწერეთ ხელი, შემუშავების სტადიაში კი კიდევ 40 ახალი შეთანხმება იმყოფება", - განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა სოხუმში.
მისი თქმით, ზოგმა ქვეყანამ, რომელებიც "სუბიექტურ მიზეზთა გამო ჯერ კიდევ ვერ მომწიფდნენ იმისათვის, რომ აფხაზეთის დამოუკიდებლობა აღიარონ, აშკარა ინტერესს იჩენენ აფხაზეთთან კულტურული და ჰუმანიტარული კავშირების დამყარებასთან დაკავშირებით.
"ჩვენ მყარი შეთანხმებითი ბაზა გვაქვს და სწორედ იგი განსაზღვრავს ჩვენი ურთიერთობების მოკავშირეულ ხასიათს. ამასთან ერთად ჩვენ უზრუნველვყოფთ აფხაზეთის უსაფრთხოების დაცვას და მისი მხარდაჭერის სოციალ-ეკონომიკური კომპლექსური გეგმის რეალიზებასაც ვახდენთ", _ აცხადებს ლავროვი.