ყაბარდო-ბალყარეთში რუსულ ენაზე, ილუსტრირებული წიგნი გამოიცა, რომელიც აფხაზეთის ისტორიას ეძღვნება. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ავრცელებს.
წიგნის გამომცემლები ვინმე ვიქტორ და მარია კოტლიაროვები არიან. ორტომიან გამოცემას ეწოდება - "აფხაზია-სტრანა დუში. ეთნოსი, ექსკურსი და ოროგრაფია ტექსტებში და ფოტომასალებში". წიგნის I ტომი 1200 გვერდიანია.
ვიქტორ კოტლიაროვის განცხადებით, წიგნში შესულია 60 ავტორის ლიტერატურული თხზულება აფხაზეთისა და აფხაზების შესახებ: უცხოელი მოგზაურებისა და მისიონერებია, რუსი მეცნიერების და სამხედროების, ადგილობრივი მწერლების. თხრობა XV საუკუნიდან იწყება.
"წიგნი ასევე ილუსტრირებულია 600-მდე უცნობი და იშვიათი ფოტოსურათით", _ იუწყება რუსული მედია.
მასალის გამოყენების პირობები