გადაუღებელმა წვიმებმა ყვარლის რაიონის სოფელი გავაზი დააზარალა.
დატბორილია სახლები, სახნავ-სათესი მიწები და საკარ-მიდამო ნაკვეთები, რის გამოც ადგილობრივი მაცხოვრებლები მოსავლის გარეშე დარჩნენ.
გადანდგურებულია ბოსტნეული, წყალია შესული ღვინით სავსე ქვევრებსა და სარდაფებში.
ეზოებში წყლის სიმაღლე თითქმის ნახევარ მეტრს აღწევს.