დღეს, 26აპრილს, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი სეპარატისტულ აფხაზეთში "სამუშაო ვიზიტით" ჩავა.
აფხაზური მედიის ინფორმაციით, 26 აპრილს სერგეი ლავროვი აფხაზ სეპარატისტთა ლიდერს სერგეი ბაღაფშს შეხვდება. შემდეგ კი აფხაზეთის ე.წ. მთავრობის წევრებს.
"დღის მეორე ნახევარში სერგეი ლავროვი რუსული სახსრებით მშენებარე ობიექტებს მოინახულებს", _ იუწყება აფხაზური მხარე.
ცხინვალის რეგიონში ჩასული რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი ოს სეპარატისტთა ლიდერს ედუარდ კოკოითის შეხვდა.
ოსური მხარის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ე.წ. სამხრეთ ოსეთში გამართული მოლარაკებების დროს ყურადღების ცენტრში "ორი სახელმწიფოს" ურთიერთობების განვითარება იყო.