რუსეთი და სეპარატისტული სამხეთ ოსეთი სხვადასხვა სფეროში 25 სამთავრობოთაშორისო ხელშეკრულების გაფორმებას გეგმავენ. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავრიოვის ცხინვალში ვიზიტისას სეპარატისტების ლიდერმა ედუარდ კოკოითიმ განაცხადა.
რია ნოვოსტის ინფორმაციით, ამჟამად მოსკოვსა და ცხინვალს შორის, კოკოითის განმარტებით, 51 ხელშეკრულებაა გაფორმებული.
"დღეს ხელი მოვაწერეთ სამ შეთანხმებას, კერძოდ საინფორმაციო კულტურული ცენტრების შექმნის შესახებ, ტრანსპორტისა და საავიაციო სფეროში თანამშრომლობის შესახებ. რიგშია 25 ხელმოსაწერი შეთანხმება", - განაცხადა სეპარატისტების ლიდერმა.
შეგახსენებთ, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ცხინვალში იმყოფება.