ფიროსმანის „შავი ლომის" კანონიერი მესაკუთრე სასამართლოში ჩივის.
ყარამან ქუთათელაძე მინდობილობის გაუქმების მოთხოვნით თბილისის საქალაქო სასამართლოში სარჩელს ხვალ, 26 აპრილს შეიტანს.
სარჩელის მიხედვით, დაცვის მხარე იმ დოკუმენტის გაუქმებას მოითხოვს, რომლითაც ქუთეთაძემ „შავ ლომზე" უფლებამოსილება რუსეთის მოქალაქეს გადასცა.
დაზარალებულის ადვოკატის მტკიცებით, მან ქუთათელაძესთან ნაცნობობა ბოროტად გამოიყენა და მინდობილობაზე ტილოს ქართველ მფლობელს ხელი მოტყუებით მოაწერინა.