აღდგომის ღამეს კახეთში ორი ახალგაზრდა დაჭრეს.ინციდენტი სოფელ კარდენახში, ტაბახმელაშვილების ოჯახში მოხდა, სადაც აღდგომის დღესასწაულთან ერთად ოჯახის ერთ-ერთი წევრის დაბადების დღესაც აღნიშნავდნენ.
დაჭრილები გურჯაანის რაიონის საავადმყოფოში არიან გადაყვანილები. ორივე მათგანს სასწრაფო ოპერაცია ჩაუტარდა. ექიმების განცხადებით, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამჯამად დამაკმაყოფილებელია.
თვითმხილველების განცხადებით, 26 წლის ვაჟა პაჭიკაშვილი და 19 წლის ვალერი შაკიაშვილი სუფრაზე მსხდომ სხვა წევრებს დაუპირისპირდნენ. უთანხმოების მიზეზებს გამოძიება ადგენს.