საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროსა და საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის მიერ, ფოლკლორის მხარდაჭერის ნაციონალური პროგრამის ფარგლებში ტარდება მასტერკლასები ხალხურ ცეკვაში.
მასტერკლასების მიზანია ქართული - ხალხური ცეკვის სიწმინდის დაცვა, ცეკვისთვის დამახასიათებელი იშვიათობადქცეული საშემსრულებლო და სადადგმო ხელოვნების ამაღლება. ქორეოგრაფთა და ქორეოლოგთათვის ცოცხალი, უნიკალური მასალის მიწოდება.
პროგრამაში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს ყველა რაიონის ქორეოგრაფები. გაიმართება პრაქტიკული ჩვენებები და თეორიული სწავლებები.
მასტერკლასებს ჩაატარებენ ცნობილი ქორეოგრაფები: თენგიზ უთმელიძე, ომარ მხეიძე, ფრიდონ სულაბერიძე და უჩა დვალიშვილი.
ღონისძიების ფარგლებში გათვალისწინებულია აჭარის რეგიონის, რაიონების: ხულოს, ქედასა და შუახევის უხუცეს ქორეოგრაფთა ანსამბლების შემოქმედების ჩვენება,
მასტერკლასები ჩატარდება ქალაქ ბათუმში 8 -დან 11 დეკემბრის ჩათვლით.