დღეს, 25 აპრილს, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი სეპარატისტულ აფხაზეთში "სამუშაო ვიზიტით" ჩავა. აფხაზური მედიის ინფორმაციით, 26 აპრილს სერგეი ლავროვი აფხაზ სეპარატისტთა ლიდერს სერგეი ბაღაფშს შეხვდება. შემდეგ კი აფხაზეთის ე.წ. მთავრობის წევრებს.
"დღის მეორე ნახევარში სერგეი ლავროვი რუსული სახსრებით მშენებარე ობიექტებს მოინახულებს", _ იუწყება აფხაზური მხარე.
ცხინვალის რეგიონში ჩასული რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი ოს სეპარატისტთა ლიდერს ედუარდ კოკოითის შეხვდება. ოსური მხარის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ე.წ. სამხრეთ ოსეთში გამართული მოლარაკებების დროს ყურადღების ცენტრში "ორი სახელმწიფოს" ურთიერთობების განვითარება იქნება.
"ასევე დაგეგმილია სერგეი ლავროვის შეხვედრა საგარეო საქმეთა მინისტრთან მურატ ჯიოევთან. იგეგმება ასევე რიგი შეთანხმებების ხელმოწერა და აქტუალური საკითხების განხილვა", _ იუწყება ოსური მხარე.
საგარეო საქმეთა მინისტრი რუსული სახსრებით მშენებარე ობიექტებს ცხინვალშიც მოინახულებს.