აფხაზეთის დედაქალაქში სოხუმში ღია ინსტიტუტის სამსართულიანი შენობა იწვის. შენობა ქალაქის ცენტრალური ნაწილის შესასვლელთან მდებარეობს.
რუსული მედიის ინფორმაციით, ხანძარი დილიდან მძვინვარებს და მისი ჩაქრობა ამ დრომდე ვერ ხერხდება. იწვის სამივე სართული.
ინსტიტუტის სამსახრთულიანი შენობა გასული საუკუნის 30-იან წლებში აშენდა. 1933 წლიდან იქ სოხუმის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტი იყო განთავსებული და 1979 წლიდან იქ აფხაზეთის ე.წ. სახელმწიფო უნივერიტეტი განთავსდა. უნივერსიტეტის სხვა შენობაში 1996 წელს გადასვლის შემდეგ აქ სოხუმის ღია ინსტიტუტი განთავსდა.