დღეს ორმა პატიმარმა საპყრობილე ელექტრომონიტორინგის სამაჯურით დატოვა.
აღნიშნული მსჯავრდებულები პირველები იყვნენ, რომლებმაც სასჯელაღსრულების, იურიდიული დახმარებისა და პრობაციის სამინისტროს მიერ დანერგილი ახალი პროექტით ისარგებლეს.
მსჯავრდებულები გლდანის საპყრობილიდან მოკლევადიან სააღდგომო შვებულებაში გაუშვეს.
პატიმრების ადგილსამყოფელს, ელექტროსამაჯურებით კი, პრობაციის ეროვნული სამსახურის წარმომადგენლები გააკონტროლებენ.
ელექტროსამაჯურები, მოკლევადიანი შვებულებების გარდა, იმ პირებზეც გმოიყენება, რომლებსაც ადმინისტრაციული სასჯელი აქვთ დაკისრებული და საზოგადოებისათვის სასარგებლო სავალდებულო შრომა აქვთ მისჯილი.