ავტოსაგზაო შემთხვევა თბილისში მსხვერპლით დასრულდა. მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე დიდი სიჩქარით მიმავალი „ბე-ემ-ვეს" ტიპის ავტომობილი ხეს შეეჯახა.
ავტომანქანის მძღოლი ადგილზე გარდაიცვალა.
მანქანაში იმ დროისთვის მის გარდა არავინ იმყოფებოდა. ადგილზე მობილიზებული იყო სამაშველო და სასწრაფო დახმარების ბრიგადები, ასევე- საპატრულო პოლიცია.
მომხდარ ფაქტზე მიმდინარეობს მოკვლევა. გარდაცვლილის ვინაობა ჯერჯერობით არ სახელდება.