ორ-დღიანი ვიზიტის ფარგლებში FIA-ს პრეზიდენტი ბათუმში ჩაფრინდა, სადაც აჭარის მთავრობის ხელმძღვანელებთან ერთად საქართველოს ზღვისპირა კურორტზე დაგეგმილ სარბოლო და ა კატეგორიის კარტინგის ტრასის პროექტებს გაეცნო, თბილისში გამომგზავრებამდე კი აუდიენცია საქართველოს პრეზიდენტთან ჰქონდა.
დღეს კი იგი უკვე ესტუმრა შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურეობის სააგენტოს და დაათვალიერა რუსთავის მშენებარე ავტოდრომი, რომელსაც საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ერთ-ერთი ევროპული კომპანია აშენებს.