საქართველოს ძიუდოისტთა ეროვნული ნაკრების ძიუდოისტი ბეთქილ შუკვანი, სტამბოლში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე 60 კილოგრამ წონით კატეგორიაში ფინალში გავიდა და ოქროს მედლისთვის იბრძოლებს. პირველ ტურში შუკვანმა ფინელი ვალტერ იოკენინი დაამარცხა. მეორე ტურში სომეხი ჰოვანეს დავითიანი დაამარცხა. შემდეგ ტურებში ასპარეზობას აზერბაიჯანელი ილგარ მუშკიევი და რუსი არსენ გალსტიანი გამოთიშა. ფინალში შუკვანი უკრაინის სახელით მოჭიდავე ტიტულოვან ქართველს, გიორგი ზანთარაიას შეხვდება.
ზანთარაიამ გამოთიშა ოქრო-ვერცხლისთვის ბრძოლას 60 კილოგრამში მოჭიდავე მეორე ქართველი, ამირან პაპინაშვილი. იქამდე, პაპინაშვილმა თურქი ოზკანოღლუ ისკენდერი იუკოთი, ხოლო ფრანგი სოფიან მილუ იპონით დაამარცხა. რეპეშაჟში გადართულმა კი ესტონეთის სახელით მოჭიდავე ელნურ ალიევს ორ წუთში მოუგო და თუკი არსენ გალსტიანსაც აჯობებს, ბრინჯაოს მედალს დაეუფლება.