დღეს, 21 აპრილს საქართველოს ოფიციალური ვიზიტით საერთაშორისო საავტომობილო სპორტის ფედერაციის - FIA-ს პრეზიდენტი - ჟან ტოტი ეწვევა. დაგეგმილია ოფიციალური შეხვედრები ბათუმსა და თბილისში, ვიზიტის ფარგლებში ჟან ტოტი საქართველოს პრეზიდენტს შეხვდება.
2 დღიანი ვიზიტის პირველ დღეს, ტოტი საქართველოს საავტომობილო სპორტის ფედერაციის პრეზიდენტთან ერთად ბათუმს ეწვევა და აჭარის მთავრობის ხელმძღვანელებთან ერთად ბათუმში სარბოლო და ა კატეგორიის კარტინგის ტრასის პროექტებს გაეცნობა. 22 აპრილს ოფიციალური შეხვედრები თბილისში გაგრძელდება.
22 აპრილს დაგეგმილია 3 D მოდელის რუსთავის საავტომობილო ტრასის პრეზენტაცია და გაფართოებული შეხვედრა სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში, სადაც მოლაპარაკებები გაიმართება სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრ - ვლადიმერ ვარძელაშვილთან, რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ - რამაზ ნიკოლეიშვილთან, და სხვადასხვა სამთავრობო უწყებების ხელმძღვანელ პირებთან.
ვიზიტის დასარსულს შედგება საერთო პრესკონფერენცია სასტუმრო „რედისონში", სადაც 2-დღიანი შეხვედრების შედეგი შეჯამდება და საერთაშორისო საავტომობილო სპორტის ფედერაციასთან სამომავლო ურთიერთობების შესახებ განცხადებები გაკეთდება.