6-19 მაისს თბილისში გაიმართება ევროპის ქალთა ინდივიდუალური ჩემპიონატი ჭადრაკში, რომელშიც 40 ქვეყნის 200 უძლიერესი მოჭადრაკე მიიღებს მონაწილეობას. ჩემპიონატის საპრიზო ფონდი 100 000 ევროს შეადგენს.
საერთაშორისო ტურნირის მაღალ დონეზე ჩატარების მიზნით, საორგანიზაციო კომიტეტი შეიქმნა, რომელსაც თბილისის მერი გიგი უგულავა ხელმძღვანელობს. საორგანიზაციო კომიტეტის შემადგენლობაში საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტი, ცნობილი ქართველი მოჭადრაკეები, სპორტისა და ახალგახრდულ საქმეთა სამინისტროსა და თბილისის მერიის წარმომადგენლები შედიან.
დღეს საორგანიზაციო კომიტეტის სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომელზედაც ჩემპიონატის ჩატარებასთან დაკავშირებულ უკვე განხორციელებულ და დაგეგმილ სამუშაოს განიხილავენ.