გარემოს დაცვის ინსპექციის სამეგრელო-ზემოსვანეთის ბიუროს თანამშრომლების მიერ წალენჯიხის რაიონის დაბა ჯვარში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა.
სამართალდამრღვევმა 6,5 მ3 წიწვოვანი ჯიშის სამასალე მერქნის ტრანსპორტირებისას ვერ წარმოადგინა ბუნებრივი რესურსის კანონიერად მოპოვების დამადასტურებელი დოკუმენტაცია.
გარემოსთვის მიყენებულმა ზიანმა 1430 შეადგინა ლარი. მასალა შემდგომი რეაგირებისთვის გადაეგზავნება გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტს.