პოეტ დავით მაღრაძეს საქართველოში შვეიცარიის კულტურის საერთაშორისო საზოგადოების "უნივერსუმის" კულტურის ელჩის წოდება მიენიჭა. ამის შესახებ შვეიცარიის კულტურის საერთაშორისო საზოგადოების "უნივერსუმის" საპრეზიდენტო საბჭოს სპეციალურ სიგელშია აღნიშნული.
საპატიო ტიტული დავით მაღრაძეს ამავე საზოგადოების პრეზიდენტის აკადემიკოს ვალერიო ჯოვანი რუბერტოს წარდგინების საფუძველზე მიანიჭეს.
"წინამდებარე სიგელი განიჭებთ სრულ უფლებამოსილებას შვეიცარიის კულტურის საერთაშორისო საზოგადოების "უნივერსუმის" სახელით იმოქმედოთ საქართველოს რესპუბლიკის მთელ ტერიტორიაზე, რამეთუ ამავე სიგელით ამიერიდან გენიჭებათ "უნივერსუმის" ოფიციალური წარმომადგენლის სტატუსი ნებისმიერ ოფიციალურ თუ არაოფიციალურ ღონისძიებაზე, სადაც კი მიწვეულ იქნებით",_აღნიშნულია საპატიო სიგელში.
აღსანიშნავია, რომ წინამდებარე მანდატი უვადოა. დავით მაღრაძის საქმიანობა კი ამიერიდან მჭიდრო კავშირში იქნება შვეიცარიის კულტურის საერთაშორისო საზოგადოების "უნივერსუმის" საპრეზიდენტო საბჭოსთან.