საქართველოში აშშ-ის ელჩი ჯონ ბასი ადამიანის უფლებების შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტის 2010 წლის ანგარიშს აფასებს.
ჟურნალ "ტაბულასთვის" მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში დიპლომატი აცხადებს, რომ გასულ წელს ქვეყანამ მნიშვნელოვანი მიღწევები აჩვენა. თუმცა ისიც ცხადია, რომ რჩება სფეროები, სადაც საქართველოს საკუთარი თავისთვის დაწესებული სტანდარტები არ დაუკმაყოფილებია.
"ამ სტანდარტების დაკმაყოფილება ევროატლანტიკური ინსტიტუტების წევრობისთვისაა აუცილებელი, რაც დემოკრატიასა და საბაზრო ეკონომიკას ახასიათებს.",_აცხადებს ბასი.
ჟურნალისტის შეკითხვაზე, რატომ ახსენა ერთ-ერთი ბოლო ვიდეომიმართვის დროს ბასმა ლიბია და ხედავს თუ არა საქართველოში მსგავსი მოვლენების განვითარების საფუძველს, ბასი პასუხობს, რომ ამ პროცესებმა რეფორმების როლი ითამაშა საქართველოში.
"გამოჩნდნენ ადამიანები, რომლებიც ამტკიცებენ, რომ საქართველო შემდეგი იქნება. სხვები კი ამბობენ, რომ ეს ყველაფერი აქ უკვე მოხდა",_აცხადებს ბასი, რომელიც ამ უკანასკნელ ფორმულას ემხრობა.
"ვფიქრობ, ყოფილ საბჭოთა კავშირსა და აღმოსავლეთ ევროპაში დატრიალებულმა მოვლენებმა სამოქალაქო საზოგადოება მსოფლიოს სხვა ქვეყნებშიც შთააგონეს. არაკონსტრუქციულად მიმაჩნია, რომ საქართველოს დემოკრატიული განვითარების ამ ეტაპზე ადამიანები ქვეყნის წინაშე მდგარი გამოწვევების მოგვარების ერთადერთ გზად ქუჩაში დაბრუნებას მიიჩნევდნენ. ურყევად მჯერა, რომ საქართველო პროგრესს მხოლოდ დემოკრატიულ ინსტიტუტებში ფართო მონაწილეობით და საარჩევნო ყუთის გავლით შეიძლება მიაღწიოს",_აღნიშნავს ჯონ ბასი.