10 დეკემბერს მ. თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრი და ფესტივალი "საჩუქარი" წარმოადგენენ ტენესი უილიამსის "კამინო რეალი" პრემიერას. სპექტაკლი ინგლისელმა რეჟისორმა ჰილარი ვუდმა დადგა.
როგორც ჰილარი ვუდი აცხადებს, კამინო რიალი არის სამეფო გზა, რომელიც ოდესღაც უძველეს აცტეკ მეფეებს ეკუთვნოდათ. ტენესი უილიამსის ფანტაზიით ამ გზის დასასრული წარმოდგენილია ქვის გალავნით შემოზღუდულ ქალაქად, საიდანაც გზა უკვე აღარსად მიდის. იქით არსებობს მხოლოდ ტერა ინკოგნიტა. მასთან მისასვლელად კი მეტად საშიში უდაბნოს გავლაა საჭირო.
სპექტაკლი 11, 12 დეკემბერსაც იქნება წარმოდგენილი.