დასავლეთის ქვეყნებმა უნდა შეწყვიტონ ლიბიასთან დაკავშირებით მიღებული გაეროს უშიშროების საბჭოს მიერ მიღებული რეზოლუციის დარღვევა. კერძოდ, მათ უნდა შეყწვიტონ ამ ქვეყნისათვის იარაღის მიწოდება. ეს განცხადება რუსეთის წარმომადგენელმა ნატოში დიმიტრი როგოზინმა გააკეთა.
"ჩვენ გვაქვს მონაცემები იმასთან დაკავშირებით, რომ სულ უფრო და უფრო მეტი ევროპული ქვეყანა აწვდის იარაღს ამბოხებულებს. გთხოვთ შეწყვიტოთ გაეროს უშიშროების საბჭოს მიერ მიღებული რეზოლუციის დარღვევა, განსაკუთრებით იმ ნაწილში რომელიც კონფლიქტის ზონაში იარაღის შეტანაზე ემბარგოს დაწესებას ითვალისწინებს", _ განაცხადა როგოზინმა მოსკოვსა და ბრიუსელს შორის გამართული ტელეხიდის დროს.
მისივე თქმით, "ჯერ კიდევ არავის მიუღწევია წარმატებისთვის ხანძრის ჩაქრობისას ნავთის გამოყენებით".