დაღესტანში დღეს სარკინიგზო მაგისტრალი აფეთქებას გადაურჩა. ასაფექებელი მოწყობილობა უკვე გაუვნებელყოფილია. ინფორმაციას ამის შესახებ რესპუბლიკის ფედერალური სამსახურის სამმართველოს პრესსამსახური ავრცელებს.
"სარკინიგზო მაგისტრალზე საეჭვო ნივთის აღმოჩენის შემთხვევაში ადგილზე მისულმა განმნაღმველებმა ჰიდროდინამიკური დამანგრევლის მეშვეობით ასაფეთქებელი ნივთიერების გაუვნებელყოფა მოახდინეს", _ წერს რუსული მედია.
მათოივე ინფორმაციით, ასაფეთქებელი ნივთიერება 10 ლიტრიანი მოცულობის იყო და მასში ალუმინის ამიაკის სელიტრა იყო მოთავსებული. ამჟამად რკინიგზის მუშაობა აღგენილია. დამატებითი ინფორმაცია აღნიშნული ფაქტის შესახებ ჯერ-ჯერობით არ ვრცელდება.