საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ვიზიტი ოფიციალურია და ბაჩო ახალაია სომხეთის ხელისუფლების წარმომადგენლებთან გამართავს შეხვედრას, მათ შორის სომეხ კოლეგასთანაც.
"საქართველოსა და სომხეთის ძალოვან უწყებებს კარგი ურთიერთობა აქვთ. ჩვენ მთელ რიგ წარმატებულ ღონისძიებას ვახორციელებთ", - განუცხადა ჟურნალისტებს საგარეო უწყების ხელმძღვანელის მოადგილე ნინო კალანდაძემ.