მოსკოვის სისხლის სამართლის სამძებროს ეთნიკურ დაჯგუფებებთან ბრძოლის განყოფილების თანამშრომლებმა ქართველი ე.წ. კანონიერ ქურდი ასლან ქობულაძე დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია მოსკოვის სისხლის სამართლის სამძებროში ატსებულ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
1966 წელს დაბადებული კრიმინალური ავტორიტეტი, დამნაშავეთ წრეებში "ასლან ადჯარსკის" ზედმეტსახელაა ცნობილი. კრიმინალური ავტორიტეტი ე.წ. თბილისური ქურდული კლანის წევრია. მისი დაკავების მიზეზი გახდა ის, რომ იგი საქართველოს შს სამინისტროს ხაზით გავრცელდა ინფორმაციას იმის შესახებ, რომ იგი საერთაშორისო ძებმაში იმყოფება.
რუსული მედიის ინფორმაციით, დაკავებისას "ასლან ადჟარსკის" რამდენიმე ნარკოტიკული საშულება ჰეროინი და პრეპარატი მეტადონი აღმოუჩინეს. "ნარკოტიკების უკანონო შენახვის" მუხლით აღძრულია სისხლის სამართლის საქმე.