ქართული მხარე ისრაელში მოქმედი კომპანია "Elbit Systems"-ის წინაშე დავალიანების ქონას უარყოფს.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის ნინო კალანდაძის განცხადებით, თავდაცვის სამინისტროს კომპანიასთან დადებული საკონტრაქტო პირობები არ დაურღვევია.
"საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკონტრაქტო პირობები არ დაურღვევია. ქართულ მხარეს არა თუ დავალიანება არ აქვს ამ კომპანიის მიმართ, არამედ პირიქით, ჩვენს მიმართ აქვს დავალიანება მსოფლიოში არსებულ რამდენიმე კომპანიას, მათ შორის ისრაელში მოქმედ კომპანიასაც", - განაცხადა ნინო კალანდაძემ დღეს გამართულ ტრადიციულ პრესკონფერენციაზე.
შეგახსენებთ, რომ ისრაელში მოქმედი ერთ-ერთი მსხვილი კომპანია, რომელიც თავდაცვის სისტემებს აწარმოებს საქართველოს ხელისუფლებისგან 100 მილიონ აშშ დოლარს ითხოვს და აღნიშნულთან დაკავშირებით სარჩელით დიდი ბრიტანეთის უზენაეს სასამართლოს მიმართა.
კომპანიის მტკიცებით, საქართველოს მთავრობამ 2007 წელს გაფორმებული რამდენიმე კონტრაქტით მიწოდებული პროდუქტის საფასური არ გადაიხადა.