ბელორუსელი სამართალდამცავები კიდევ ერთ ეჭვმიტანილს ეძებენ. მილიცია ვარაუდობს, რომ ტერაქტის ერთ-ერთი ორგანიზატორი ეროვნებით რუსი ვიქტორ დვორსკოვი იყოს.
23 წლის ახალგაზრდას რუსეთში მთელი ქვეყნის მასშტაბით ეძებენ. სამართალდამცავებმა ვიქტორის სახლსაც მიაგნეს და ტერაქტთან დაკავშირებით მისი დედა დაკითხეს. იგი შვილის ადგილსამყოფელის შესახებ ინფორმირებული არაა და აცხადებს, რომ მას ვიქტორი ექვსი თვეა, არ უნახავს.
რუსეთის საინფორმაციო სააგენტოები ტერაქტთან დაკავშირებით კიდევ სამი დამნაშავის სახელსა და გვარს ავრცელებენ. როგორც ბელორუსიის შსს წარმომადგენლები განმარტავენ, მინსკის მეტროში აფეთქების ორგანიზატორები 25 წლის დიმიტრი კონუვალოვი, ვლად კოვალევი და 28 წლის მედვედევი არიან.