16 წლის მოზარდიწუხელ თანატოლმა დაჭრა. დავით დუმბაძეს ცივი იარაღით ათამდე ნაკვეთი ჭრილობა აქვს მიყენებული.
შემთხვევა დიღმის მასივში მოხდა, რის შემდეგაც მეგობრებმა იგი სასწრაფო დახმარების ცენტრში დატიოვეს.
სასწრაფო დახმარების ბრიგადამ დუმბაძე ღუდუშაურის სახელობის კლინიკაში გადაიყვანა. არასრულწლოვანს ჭრილობები ძირითადად მუცლისა და ორივე ბარძაყის არეში აქვს. მას უკვე ჩაუტარდა გადაუდებელი ოპერაცია.
ექიმების განცხადებით, პაციენტის მდგომარეობა მძიმეა, თუმცა სტაბილური.