დღეს, 18 აპრილს, მომღერალ გიორგი ჩიტაურის ალბომის "მთის სატრფიალო" პრეზენტაცია გაიმართება.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" ღონისძიების ორგანიზატორებმა აცნობეს, ალბომში შესულია მთის მელოდიებზე შესრულებული 10 ფოლკლორული სიმღერა.
ალბომის პრეზენტაციაზე, რომელიც ხვალ, 18:00 საათზე თეატრ "სახიობაში" გაიმართება, წარმოდგენილი იქნებიან სხვადასხვა ფოლკლორული ანსამბლები და სოლო შემსრულებლები.
საღამოს ორგანიზატორები არიან კომპანია "თებულოტური" და რადიო "არდაიდარდო".