შეწყალების კომისიის წევრ, სახალხო დამცველ გიორგი ტუღუშის განცხადებით, შეწყალების კომისიამ 100-ზე მეტ საქმეს დადებითი რეკომენდაცია გასცა. ამის შესახებ სახალხო დამცველმა პრეზიდენტის სასახლეში გამართულ შეწყალების კომისიის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. მისი თქმით, შეწყალებულთა სიაში არის რამდენიმე ქალბატონიც.
"შეწყალების კომისიის სხდომა დასრულდა. როგორც კომისიის წევრებმა განაცხადეს უმეტესობის საქმე დადებითად შეფასდა. დაახლოებით მესამედს გაეწია რეკომენდიაცია შეწყალების შესახებ. დაახლოებით 105 პატიმარს მიეცა რეკომენდაცია სასჯელის მოხსნაზე, 20-მდე პატიმარს მიეცა რეკომენდაცია სასჯელის განახევრებაზე. არის რამდენიმე ქალბატონის შეწყალებულთა, ანუ რეკომენდირებულთა სიაში და ერთ-ერთი არასრულწლოვანიც. კომისიამ გაითვალისწინა რამდენიმე პატიმრის მძიმე ჯანმრთელობის მდგომარეობა მიუხედავად ჩადენილი დანაშაულისა და დადებითაც გაეწია რეკომენდაცია", - განაცხადა ტუღუშმა.
სულ შესული იყო 324 განაცხადი. სიის გადაგზავნა პრეზიდენტისთვის აღდგომამდე მოხდება, რომელიც საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს.