აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივანი კონდოლიზა რაისი ამერიკულ სიტუაციურ კომედიაში "30 Rock" ალეკ ბოლდუინის გმირის მეგობარი ქალის როლს შეასრულებს.
თავის მხრივ, ალეკ ბოლდუინი ტელეარხის ხელმძღვანელის როლს ასრულებს, რომლის მეგობარიც კონდოლიზა რაისი უკვე მრავალი წლის მანძილზეა.
ოდესღაც ბოლდუინმა პირობა დადო, რომ ვლადიმერ პუტინს ლოყაში მაშინვე გაარტყამდა, როგორც კი იგი კონდოლიზას მიუახლოვდებოდა.
უფრო ადრე ამავე სერიალში თავად აშშ-ის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი ალბერტ გორი გამოჩნდა.