ხვალ, 8 დეკემბერს, 11:00 საათზე საჯარო სამსახურის ბიუროში თანამდებობის პირთა ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციების ელექტრონული საძიებო სისტემის პრეზენტაცია გაიმართება.
საჯარო სამსახურის ბიურომ შეიმუშავა თანამდებობის პირთა ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციების ელექტრონული საძიებო სისტემა. სისტემის მეშვეობით შესაძლებელია ინტერნეტის მეშვეობით ნებისმიერი დეკლარაციის მოძიება და უფასოდ ჩამოტვირთვა.
აღნიშნული სისტემის ამოქმედებამდე მოქალაქეებს თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის მისაღებად უხდებოდათ განცხადების დაწერა, ამის შემდეგ ხდებოდა განცხადების განხილვა, რაც თავისთავად დროში იყო გაწელილი. ამასთან, ინფორმაციის გაცემა ხდებოდა მხოლოდ ასლის გადაღებისათვის დადგენილი შესაბამისი თანხის გადახდის შემდეგ.