ნატო-ს მინისტერიალის დასრულების შემდეგ, ბერლინში ვიზიტად მყოფი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძე და საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი ნატო-ში გრიგოლ მგალობლიშვილი გერმანიის ქალაქ ლანდჰუტს ეწვივნენ.
მათ რეგიონულ სამედიცინო ცენტრში ავღანეთის სამშვიდობო ოპერაციის მიმდინარეობისას დაჭრილი ქართველი ჯარისკაცები მოინახულეს.
ISAF-ის ოპერაციაში მონაწილე 32-ე ბატალიონის ალფა ასეულის ქართველი ჯარისკაცები, რომლებიც ჰელმანდის პროვინციაში, ქვეითად პატრულირებისას, თვითნაკეთი ნაღმის აფეთქებისას დაშავდნენ, სამხედრო ჰოსპიტალში მიმდინარე წლის თებერვლიდან გადიან მკურნალობის კურსს.