დღეს გახდება ცნობილი თუ რამდენი პატიმარი შეხვდება აღდგომას საკუთარ სახლში.
საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გადაწყვეტილებით შეწყალების კომისიის სხდომა დღეს, 17 აპრილს გაიმართება.
განხილული იქნება 300-ზე მეტი პატიმრის საქმე, მათ შორის 42 ქალია და 13 არასრულწლოვანი.
ყველა მათგანს მოხდილი აქვს სასჯელის ის რაოდენობა, რომელიც სიაში მოსახვედრად იყო საჭირო.
შეწყალების კომისიის თავჯდომარის ელენე თევდორაძის განცხადებით, შეწყალება არ შეეხებათ, ისეთ მძიმე დანაშაულებებში ბრალდებულებს, როგორიცაა მკვლელობა და ნარკოტიკების გასაღება.