დღეს, 17 აპრილს, 17:00 საათზე თბილისის სამხატვრო აკადემიაში მხატვარ ნანა გერასიმოვას გარდაცვალების ერთი წლისთავისადმი მიძღვნილი გამოფენა გაიმართება, რომელზეც წარმოდგენილი იქნება ნაადრევად გარდაცვლილი მხატვრის ნამუშევრები.
როგორც „ჯი-ეიჩ-ენს" ორგანიზატორებმა აცნობეს, სამხატვრო აკადემიის პროფესორი ნანა გერასიმოვა 40-მდე გამოფენის მონაწილეა და 8 პერსონალური გამოფენის ავტორი იყო. 17 აპირლს, მისი დაბადების დღეზე, ნანა გერასიმოვას მეგობრები იმას იტყვიან, რის თქმაც მხატვარმა ვერ მოასწრო. გერასიმოვას ფერწერულ და გრაფიკულ პორტრეტებში, ნატურმორტებში, პეიზაჟებში, ქალაქურ მოტივებზე შექმნილ სურათებში ისეთი სიმსუბუქე იგრძნობა, რომ თითქოს ყველაფერი ჰაერშია აწეული, რასაც მხატვარი ფერებისა და იმ განსაკუთრებული ტექნიკის საშუალებით აღწევს, რომელსაც მხატვრობაში მონოტიპია ჰქვია, თუმცა ხელოვნებათმცოდნეებმა ამ მეთოდს `ნანატიპია~ უწოდეს.
ნანა გერასიმოვა დიზაინერიც იყო _ სამხატვრო აკადემიის დიზაინის ფაკულტეტზე მოდის დიზაინის ასოცირებული პროფესორი. 2007 წელს მან განახორციელა პროექტი _ `ქართული~, რომელზეც ქართული ეროვნული კოსტიუმების ტრანსფორმაციიული კოლექცია წარმოადგინა. მხატვარმა კოსტიუმებისათვის ტრიკოტინი, ბარხატი, ატლასი და ტილო გამოიყენა.
`ეს პროექტი ნანამ თავის შვილს და მის თაობას მიუძღვნა, რადგან მიაჩნდა, რომ ეს არის კულტურა და ესთეტიკა, რომელიც უნდა ახსოვდეთ ქართველ ახალგაზრდებს,~ _ ამბობს სამხატვრო აკადემიის დიზაინის ფაკულტეტის ხელმძღვანელი, ნანა გერასიმოვას მეგობარი მაკა ბახტაძე.