გამოცემამ MusicRadar გამოაქვეყნა თანამედროვეობის საუკეთესო პროდიუსერების სია. ჩატარებული გამოკითხვის საფუძველზე სიაში 19 პროდიუსერი მოხვდა.
საბოლოო რეიტინგის მიხედვით საუკეთესო მუსიკალური პროდიუსერების სიის სათავეში ამერიკელი რიკ რუბინი აღმოჩნდა, რომელიც ცნობილია თავისი საქმიანობით ისეთ გრანდებთად როგორებიც არიან ჯონი კეში, U2, Red Hot Chili Peppers, ტომ პეტი, ნილ დაიმონი, AC/DC, Metallica და სხვ. 2009 წელს მან მონაწილეობა მიიღო U2-ს ალბომის "No Line on the Horizon" ჩაწერაში.
MusicRadar გამოკითხვის კომენტირებისას აღნიშნავს, რომ რიკ რუბინი თანამედროვეობის ყველაზე მრავალმხრივი პროდიუსერია.
"გაუგებარია, რას უკეთებს იგი ამ ჩანაწერებს, მაგრამ ფაქტია, რომ მან იცის თავისი საქმე და წარმატების გასაღები მუდამ ხელში აქვს", - აცხადებენ კრიტიკოსები.
აღსანიშნავია, რომ რიკ რუბინი ტელეარხ MTV -ის მიერ ბოლო 20 წლეულის საუკეთესო პროდიუსერად დასახელდა.
მეორე პოზიციაზე აღმოჩნდა მომღერალი, კომპოზიტორი და პროდიუსერი ბრაინ ინო, მესამეზე Queens of the Stone Age-ს ლიდერი და სუპერჯგუფის Them Crooked Vultures წევრი ჯოშ ომი.