ახალგაზრდა "თავისუფალმა დემოკრატებმა" ეკონომიკის სამინისტროსთან აქცია გამართეს.
აქციის მონაწილეებმა საძოვრების პრივატიზაციის პროცესი გააპროტესტეს, რასაც გუშინ, სოფელ ზედღულეთში ადგილობრივ გლეხებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება მოჰყვა.
"ჩვენ ვაპროტესტებთ ეკონომიკის სამინისტროს პრივატიზაციის პოლიტაკას, რომელიც ძირითადად ხასიათდება უსამართლო, უკანანო და გაუმჭვირვალე გადაწყვეტილებებით. სოფელ ზედღულეთის საძოვრების გასხვისება იყო კანონდარღვევა და გუშინ "თავისუფალი დემოკრატების" აქტიურობით იგი შევაჩერეთ და საძოვრები დარჩა კონფლიქტისპირა სოფელს. თუმცა ასეთი გადაწყვეტილელები სისტემატურ ხასიათს იძენს და ჩვენ ამას გავაპროტესტებთ ყველა კანონიერი საშუალებით, რადგაც საქმე საქართველოს და საქართველოს მოქალაქეების ქონების გასხვისებას ეხება. პრივატიზაციის პროცესში აუცილებელია ადგილობრივი, მკვიდრი მოსახლეობის ინტერსების გათვალისწინება", - განაცხადა აქციაზე ორგანიზაციის თავმჯდომარე სულხან ღლონტმა.
შეგახსენებთ, გუშინ გორის რაიონის სოფელ ზედღულეთშიმოსახლეობასა და პოლიციას შორის ინციდენტი მოხდა. მოსახლეობის უკმაყოფილება საძოვრების ინვესტორისთვის გადაცემამ გამოიწვია. როგორც ეკონომიკის სამინისტროში განაცხადეს, საძოვრები არ გასხვისებულა და ეს სახნავ-სათესი მიწა იყო. მოგვიანებით გავრცელებული ინფორმაციით, აღნიშნული მიწა გლეხებს დარჩათ, ხოლო ინვერსტორს ალტერნატიულ ფართებს შესთავაზებენ.