თურქეთში მომხდარ ორმაგ მკვლელობაში ეჭვმიტანილ საქართველოს მოქალაქეებთან დაკავშირებით ახალი დეტალები ხდება ცნობილი.
გავრცელებული ინფორმაციით, გიორგი თედიაშვილი, რომელსაც თურქეთის პოლიცია სტამბულის ერთ-ერთი სასტუმროს ადმინისტრატორისა და მისი მეგობარი ქალის მკვლელობისთვის ეძებს, ადრე ნასამართალევი იყო და 18 წელი სასჯელს პოლიციელის მკველობისთვს იხდიდა.
არსებული ცნობით, ბორჯომის მკვირდი თედიაშვილი სახლიდან ერთი თვის წინ გაუჩინარდა და მას შემდეგ აღარავის უნახავს. როგორც ირკვევა, სამცხე- ჯავახეთის რეგიონში ცხოვრობდა მკვლელობაში ეჭვმიტანილი საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე ტატიანა ზვიკინაც.
შეგახსენებთ, რომ თურქეთში ორმაგი მკვლელობა რამდენიმე დღის მოხდა. სასტუმროს ადმინისტრატორი და მისი მეგობარი ქალი სასტუმროს ნომერში საქართველოს მოქალაქეებმა ცეცხლსასროლი იარაღით ჩაცხრილეს.