ცნობილი ხდება, რომ აფხაზეთში კიდევ ერთი ებრაული დელეგაცია იმყოფება, რომელიც სეპარატისტებისათვის ჯანდაცვის სტრატეგიის შემუშავებითაა დაავებული. ეს განცხადება სეპარატისტული აფხაზეთის ე.წ პრემიერმა სერგეი შამბამ გააკეთა. ამას გარდა ე.წ. პრემიერ-მინისტრი ებრაულ სააგენტო "იზრუ"-სთან საუბარში ებრაული დელეგაციის აფხაზეთი ვიზიტს აჯამებს. სააგენტო აღნიშნავს, რომ ჯერ კიდევ 2008 წლის აგვისტოში ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრად ყოფნისას სერგეი შამბა აცხადებდა, რომ "ისრაელი აფხაზეთისათვის ერთ ერთი პერსპექტიული მიმართულებაა".
"და როგორც ცნობილი ხდება სწორედ სერგეი შამბა იყო ინიციატორი გასული წლის აგვისტოში ებრაულ ბიზნესთან კონტაქტების დამყარებისა ", - წერს სააგენტო.
"ებრაულ მხარესთან პირველ შეხვედრას როდი ვატარებთ. ჩვენი ბიზნესმენებიც იყვნენ უკვე ისრაელში თუმცა, ამ კვირაში ებრაული დელეგაციის ვიზიტს მართლაც დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ჩვენს თანამშრომლობას. ამასთან ერთად, ჩვენთან ამჟამად კიდევ ერთი ებრაული დელეგაცია იმყოფება და ჩვენ უკვე გავაფორმეთ შეთანხმება ჯანდაცვის სფეროში თანამშრომლობის შესახებ. ისინი მუშაობენ სამედიცინო სფეროს განვითარების სტრატეგიაზე აფხაზეთში. ასე, რომ შედეგების შეჯამებისას, შეიძლება ითქვას, რომ ჰოლდინგ "Global CST"-ის ხელმძღვანელობის ვიზიტი აფხაზეთში წარმატებული იყო", - აცხადებს შამბა.
სერგეი შამბა ასევე დასძენს, რომ ჯერ-ჯერობით აფხაზებს ისრაელთან მყარი ეკონომიკური კავშირების დამყარება სურს და პოლიტიკაზე საუბარი მხოლოდ ამის შემდეგ იქნება მიზანშეწონილი.
"უპირველეს ყოვლისა ჩვენ ბიზნესით ვართ დაინტერესებულნი და მიგვაჩნია, რომ
თუ გვექნება მჭიდრო ეკონომიკური კავშირები მაშინ შეიძლება პოლიტიკური ინტერესებიც გაჩნდეს. ამასთან ერთად ჩვენ პოლიტიკური ინტერესი უნდა გამოვიწვიოთ ასევე ჩვენს პარტნიორებში. ჩვენ რა თქმა უნდა გაგვაჩნია პოლიტიკური ინტერესიც", _ აცხადებს სერგეი შამბა და დასძენს, რომ ებრაული დელეგაციის ვიზიტმა აფხაზეთში დადაასტურა, რომ აფხაზეთსა და ისრაელს ეკონომიკური თანამშრომლობისათვის პოტენციალი ნამდვილად აქვს.