აშშ-ს კინოკრიტიკოსების ნაციონალურმა საბჭომ საუკეთესო ფილმად რეჟისორ ჯეისონ რეიტმანის ნამუშევარი "ცაში მინდა" (UP IN THE AIR) აღიარა, რომელშიც მთავარ როლს ჯორჯ კლუნი ასრულებს. კლუნი მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისთვის დაჯილდოვდა. ამავე ნომინაციაში ჯილდო მორგან ფრომანსაც ერგო Invictus- ში შესრულებული როლისთვის.
ფილმმა ასევე მიიღო პრიზები ქალის მეორეხარისხოვანი როლისთვის _ ანა ქენდრიკი, და "საუკეთესო სცენარისთვის" _ რეიტმან და შელდონ ტერნერები.
"საუკეთესო რეჟისურისთვის" კინოკრიტიკოსების აღიარება ცნობილმა მსახიობმა და რეჟისორმა კლინ ისტვუდმა დაიმსახურა ფილმისთვის Iნვიცტუს.
ქალის როლის საუიეთესო შესრულებისთვის ქერი მალიგანი დაჯილდოვდა (An Education).
"მეორეხარისხოვანი მამაკაცის როლისთვის" აღიარება წილად ხვდა ვუდ ჰარელსენს (The Messenger).