მსოფლიო ბანკის შეფასებით, საქართველოში ფასების ზრდის მიზეზი მხოლოდ გლობალური გამოწვევებია.
რატომ გაძვირდა საქართველოში პროდუქტები? ამ კითხვაზე პასუხი მსოფლიო ბანკის მკვლევარებმა ვაშინგტონში გამართულ ყოველწლიურ კონფერენციაზე გასცეს. საერთაშორისო საფინანსო კორპორაციამ ევროპაში ფასების მატების ტენდენცია შეისწავლა და დაასკვნა, რომ საქართველში ფასების ზრდის მიზეზი გლობალური გამოწვევებია.
"საქართველოს შემთხვევაში სახეზეა ძალიან დიდი პროგრესი ბიზნესის კეთების ინდიკატორის კუთხით, რაც აადვილებს ბიზნესის კეთებას ამ ქვეყანაში. ნათელია, რომ საქართველომ მიაღწია ძალიან დიდ პროგრესს. ამ კუთხით მას კარგი გავლენა აქვს რეგიონის სხვა ქვეყნებზე და მათთვისაც მაგალითადაც კი შეიძლება გამოდგეს", - განაცხადა კონფერენციაზე მსოფლოო ბანკის ევროპისა და ცენტრალური აზიის დირექტორმა თეოდორ ალერსიმ.
აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია საქართველოს ხელისუფლებას ფასების ზრდის შესაჩერებლად ურჩევს სოფლის მეურნეობის სფეროს ინვესტირება მოახდინოს.