22 მაისს ნიუ-იორკში წმიდა ნინოს სახელობის ტაძარსა და სულიერებისა და კულტურის ცენტრს მისი მაღალყოვლადუსამღვდელოესობა, ბათუმისა და ლაზეთის, ჩრდილოეთ ამერიკისა და კანადის მიტროპოლიტი დიმიტრი სამღვდელოებასთან ერთად აკურთხებს.
ბათუმისა და ლაზეთის, ჩრდილოეთ ამერიკისა და კანადის ეპარქიის ინფორმაციით, დეკანოზ ალექსანდრე თანდილაშვილის ღვაწლით და მრევლისა თუ ცალკეულ პირთა შემოწირულობით, ნიუ-იორკში შეძენილ იქნა შენობა, სადაც წმიდა ნინოს სახელობის ტაძარი და სულიერებისა და კულტურის ცენტრი მოეწყო.
წმიდა ნინოს ტაძრის მისამართია: 1241 Castleton Ave. Staten Island, NY 10310.