ჩვენი იმედები ოლიმპიური მშენებლობის ჩართვის საქმეში არ გამართლდა. ეს განცხადება სეპარატისტული აფხაზეთის ე.წ. პრემიერ მინისტრმა სერგეი შამბამ გააკეთა.
"ჩვენ დიდი მასშტაბების იმედი გვქონდა, თუმცა რაღაც მუშაობა მაინც მიდის. იმედს ვიტოვებთ, რომ მომავალში უფრო მასშტაბურად ვიქნებით ჩართული ოლიმპიადის მოსამზადებელ სამუშაოებში", _ აცხადებს სერგეი შამბა და აღნიშმნავს, რომ მაგალითად, აფხაზეთს შეუძლია თავის ტერიტორიაზე განათავსოს მუშები და სხვა პერსონალი, რომელიც ოლიმპიადას მოემსახურება.
მეთიც, სერგეი შამბას თქმით აფხაზი სეპარატისტები ამჟამად აეროპორტის აღდგენის საკითხით არიან დაკავებულნი, ვინაიდან "რუსეთს აუცილებლად დასჭირდება სათადარიგო აეროპორტი".
"ჩვენი აეროპორტი კლიმატური პირობებითა და ტექნიკური მონაცემებით რეგიონში ყველაზე უსაფრთხოდ ითვლება. ჩვენ ძალიან დიდი ასაფრენ-დასაფრენი ბილიკი გვაქვს. ორივე მხრიდან შეიძლება დაჯდომა. ეს აეროპორტი "ბურანებისთვის" აშენდა და მას საერთასორისო რეისების მიღებაც შეუძლია", _ აცხადებს სერგეი შამბა.