შესაძლოა ჩვენ ოდნავ მოვდუნდით და ამიტომაც მოხდა აფხაზეთის ტერიტორიაზე რუსი სამხედროს მკვლელობა. ეს განცხადება სეპარატისტული აფხაზეთის ე.წ. პრემიერ მინისტრმა სერგეი შამბამ გააკეთა თუმცა იქვე დასძინა, რომ აფხაზური მხარე ამჟამად უკვე უსაფრთხოების დაცვისათვის ღონისძიებებს ატარებს.
"რუსი სამხედროს მკვლელობა ეს ერთი ცალკეული შემთხვევა როდია რომელიც ბოლო დროს მოხდა. აქამდე ამ რაიონში დაიღუპნენ აფხაზეთის ძალოვანი სტრიქტურების წარმომადგენლები და იყო რამდენიმე შემთხვევა ჩვენი მოქალაქეების გატაცებისა. შესაძლოა ჩვენ ოდნავ მოვდუნდით, მაგრამ ახლა უკვე მიმდინარეობს ზომების მიღებს საზღვრის დაცვისა და მისი გამაგრებისათვის", _ აცხადებს სერგეი შამბა.
მისივე თქმით, ყველასათვის ცნობილია, რომ ადრე აფხაზეთში "ტერორისტულ-დივერსიული ჯგუფები "ტყის ძმები" და "თეთრი არწივი" მოქმედებდა და ის, რომ მატ პირდაპური კავშირი ჰქონდათ საქართველოს ძალოვან სტურქტურებთან ყველამ კარგად იცის".
"თავის დროზე ამ "თეთრი არწივის' ლიდერი დააპატიმრეს და ხანგრძლივი დროითაც ჩასვეს ციხეში. ამის შემდეგ აქ სიტუაცია ოდნავ დამშვიდდა. ახლა კი ეს ადამიანი კვალვ გამოუშვეს ციხიდან და ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, მან აფხაზეთის ტერიტორიაზე თავისი საქმიანობა უნდა განაახლოს", _ აცხადებს სერგეი შამბა.