რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი 26 აპრილს აფხაზეთში ვიზიტს გეგმავს. ინფორმაცია ამის შესახებ სეპარატისტული აფხაზეთის ე.წ. პრემიერ მინისრი სერგეი შამბა რუსულ მედიასთან საუბარში ადასტურებს.
"ეს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის აფხაზეთში პირველი ვიზიტი როდი იქნება. ადრე ჩვენთან ჩამოსულა რუსეთის ლიდერიც და მთავრობის თავმჯდომარეც. ეს ჩვენი ურთიერთობების ინტენსიურობაზე მეტყველებს და ასევე მოწმობს იმას, რომ ისინი წარმატებით ვითარდება", _ აცხადებს შამბა.